დღეს სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პირველმა ვიცე-პრემიერმა ლეონიდ ლაკერბაიამ და მოსკოვის მერის მოადგილემ სერგეი ბაიდაკოვმა ფიზიკური კულტურისა და სპორტის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აფხაზური მხარის ინფორმაციით, მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში, ე. წ. პრემიერი ალესანდრე ანქვაბი, აფხაზეთის ე. წ. სახელმწიფო სპორტის კომიტეტის ხელმძღვანელი რაფაელ ამპარი და რუსეთის ე. წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გროგორიევი ესწრებოდა.
რუსეთსა და სეპარატისტულ აფხაზეთს შორის ხელმოწერილი მემორანდუმი ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორციელებასა და ინიციატივების მხარდაჭერას, რომლებიც ფიზიკური კულტურის, სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ეფექტურ განვითარებას ეხება.
მემონარამდუმი ხუთი წლის ვადითაა ხელმოწერილი. მემორანდუმით ასევე გათვალისწინებულია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულის სპორტული ბაზებისა და ობიექტების აღდგენა-განვითარება.