მოსკოვში აფხაზი ეროვნების მამაკაცმა მეუღლეს, იულიას, ფიზიკური შეურაცხყოფა მოაყენა, ხოლო სიდედრი დანით დაჭრა იმის გამო, რომ მან მამაკაცს ბავშვი მიცემაზე უარი განუცხადა.
33 წლის იონა საქანიას მიერ დაჭრილი ქალი ამჟამად მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოს რეანიმაციაში იმყოფება და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
მამაკაცის მეუღლის დის ინფორმაციით, იონა საქანია ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს გამუდმებით აყენებდა. ამჯერად კი მისი გაბრაზება დედისა და ბებიის უარმა გამოიწვია. მას ქალებმა ბავშვის აფხაზეთში წაყვანაზე უარი უთხრეს.
იონა საქანია სამართალდამცავებმა დააკავეს. მიმდინარეობს გამოძიება.