სეპარატისტულ აფხაზეთში ე.წ. ახალი მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტებით არიან დაკავებულნი. აფხაზ სეპარატისტთა ახალმა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა რამდენიმე ე.წ. ახალი მინისტრი უკვე დანიშნა.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად ვიაჩესლავ ჩირიკბა დაინიშნა.
ჩირიკბა აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. დელეგაციას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ხელმძღვანელობდა.
ა
ფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრად კვლავ მერაბ ქიშმარია დარჩა.
აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრი ვლადიმერ დელბა გახდა ხოლო სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. გადასახადებისა და მოსაკრებლების მინისტრი რაუფ ციმცბა იქნება.
აფხაზური მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბმა ახალი ე.წ. დანიშვნების ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.