საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2009 წლის III კვარტალში პირდაპირი ინვესტიციები 228.2 მლნ აშშ დოლარს უდრის, რაც წინა კვარტალთან შედარებით, 49.6 პროცენტით, ხოლო 2008 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით - 2.3-ჯერ მეტია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სებ-იდან აცნობეს, ინვესტიციების მატება დაფიქსირდა სააქციო კაპიტალში, ხოლო პირდაპირმა ინვესტიციებმა სხვა კაპიტალში მოიკლო.
სხვა ინვესტიციების სალდომ საანგარიშო პერიოდში 391.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ წინა კვარტალთან შედარებით 7.0-ჯერ, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.9 პროცენტით გაიზარდა, რაც როგორც აქტივების (147.0 მლნ აშშ დოლარი), ასევე ვალდებულებების (538.2 მლნ აშშ დოლარი) მნიშვნელოვანმა ზრდამ განაპირობა. სხვა ინვესტიციების აქტივების ზრდა
ძირითადად ნაღდი ფულის და დეპოზიტების მატებით არის გამოწვეული, კერძოდ კი საბანკო სექტორში (163.8 მლნ აშშ დოლარი). ვალდებულებების ზრდა სესხების მატების შედეგია.