სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობაზე უკვე 11 ადამიანი აცხადებს პრეტენზიას. საქართველოს ამ სეპარატისტულ ანკლავში შექმნილმა ე.წ. ცესკომ ე.წ. პრეზიდენტონის კიდევ ორი კანდიდატი დაარეგისტრირა - ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი ე.წ. განათლების მინისტრი ალა ჯიოევა და რესპუბლიკური საავადმყოფოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის განყოფილების გამგე ჯემალ ჯიგკაევი.
სულ ე.წ. ცესკოში "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრირებულნი არიან:
მძიმე ათლეტიკის საბავშვო-ახალგაზრდული სპორტული სკოლის მასწავლებელი ალან კოჩიევი.
ე.წ. ყოფილი დეპუტატი ვლადიმერ ქელეხსაევი.
პურპროდუქტების ქარხნის დირექტორი ვადიმ ცხოვრებოვი.
გაუქმებული სოციალ-დემოკრატიული პატრიის ლიდერი დიმიტრი ტასოევი.
რესპუბლიკური საავადმყოფის განყოფილების უფროსი აივარ ბესტაევი.
ცხინვალის ე.წ. ადმინისრაციის უფროსის პირველი მოადგილე ალან კოტაევი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს უფროსი ანატოლი ბიბილოვი.
ე.წ. შს სამინისროს მაღალჩინოსანი სოსლენ თედეტი.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. სასამართლოს მთავარი აღმასრულებელი სერგეი ბიტიევი.
ე.წ. ცესკომ "პრეზიდენტობის კანდიდატად" დარეგისტრებაზე უარი უთხრა:
ხატვარ გენო ქაჯაევს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადვიკატების პალატის წევრს ვასილი ბესტაევს.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს ლევ გაგიევს.
თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ჯამბოლატ თედეევს (რომელიც ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში ასაჩივრებს და სასამართლო მისი საჩივრის განხილვას დღეს აპირებს).
ე.წ. სახრეთ ოსეთის ყოფილ "თავდაცვის მინისტრს" ვალერი თედეევს.
ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს ოსი სეპარატისტები 13 ნოემბერს ჩაატარებენ.