რომან ჟორჟოლიანმა ბაქოში ძიუდოს წარმომადგენლობითი ტურნირი მოიგო და მსოფლიო თასის მფლობელი გახდა. მან აზერბაიჯანის დედაქალაქში გამართულ შეჯიბრზე ყველა მეტოქე დაამარცხა და ოქროს მედალიც მოიპოვა.
მან ჰოლანდიელი ჯეისონ კოსტერი დაამარცა. ნახევარფინალურ შეხვედრაში რუსეთის წარმომადგენელს სძლია.
გადამწყვეტ ორთაბრძოლაში კი ქართველმა ფალავანმა ირანელი თავად მოჰაბ ჯობის დამარცხება მოახერხა.
ცნობისთვის, ოქროს მედლის გარდა ჟორჟოლიანმა 100 სარეიტინგო ქულაც მოიპოვა, რომლითაც ქართველი ძიუდოისტი ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადასს კიდევ უფრო მიუახლოვა.
აღსანიშნავია, რომ ამ გამარჯვებით საქართველოს სამწვრთნელო შტაბი რთული დილემის წინაშე დგება, ვინაიდან ამავე წონით კატეგორიაში საქართველოს ღირსებას მსოლფიოსა და ოლიმპიურ ჩემპიონატზე ირაკლი ცირეკიძე იცავს.
ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობის უფლება კი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანს მიენიჭება.