ახალ ზელანდიაში მიმდინარეო რაგბის მსოფლიო თასზე ნახევარფინალისტთა ვინაობა ცნობილია.
ფინალში გასასვლელად უელსი საფრანგეთს დაუპირისპირდება, ავსტრალია კი ახალ ზელანდიას.
უელსმა მეოთხედფინალში ირლანდია დაამარცხა ანგარიშით 22:10. სპეციალისტებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა საფრანგეთის მიერ ინგლისის ძლევა.
ფრანგებმა მსოფლიო თასის ერთ-ერთ ფავორიტი 19:12 დაამარცხეს. ავსტრალიამ ორი ქულის სხვაობით, 11:9 დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, ტურნირის უმთავრესმა ფავორიტმა ახალმა ზელანდიამ კი არგენტინას 23-ქულიანი სხვაობით, 33:10 დაამარცხა.
ნახევარფინალური მატჩები 15 ოქტომბერს გაიმართება.