28 დეკემბერს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონი ჩაატარა. აუქციონი გამოცხადებული იყო 27 ობიექტზე, აქედან 19 ობიექტის ლიცენზია გაიყიდა, დანარჩენ 8 ობიექტზე სამინისტროში განაცხადი არ შემოსულა. კონკურენცია არცერთ ლოტზე არ დაფიქსირებულა.
ჯამში 28 დეკემბერს ჩატარებული აუქციონის შედეგად შემოსულმა თანხამ 310 542 ლარი შეადგინა.