"კონსერვატიული პარტია", "რესპუბლიკური პარტია", "საქართველოს გზა" და "ხალხის პარტია" ექვსიანის დაშლასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას დაახლოებით ერთ საათში გაავრცელებენ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" "რესპუბლიკური პარტიიდან" აცნობეს.
"ექვსიანის" პარტიები, გარდა "თავისუფალი დემოკრატებისა" და "ეროვნული ფორუმისა", განცხადებას ერთ საათში გაავრცელებენ", - აცხადებენ "რესპუბლიკელებში".
შეგახსენებთ, რომ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ გუშინ, ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში განაცხადა, რომ "ექვსიანი" აღარ არსებობს.