23 ოქტომბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პეტერ პოროშენკო სამუშაო ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვევა.
დაგეგმილია მისი შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან.
შეხვედრაზე განხილული იქნება ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.
პოროშენკო და ლავროვი ასევე იმსჯელებენ საერთაშორისო და რეგიონალურ პრობლემებზე.