საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა, ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიო თასზე თავისი უკანასკნელი შეხვედრა გამართა. "ბორჯღალოსნები" არგენტინასთან დამარცხდნენ ანგარიშით 7:25.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასზე სამი შეხვედრა წააგო (შოტლანდიასთან, ინგლისთან და არგენტინასთან), ერთი მოიგო (რუმინეთთან) და წინა მსოფლიო თასის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი მეოთხე ადგილზე დაასრულა.
არგენტინის ნაკრებმა პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხა, მაგრამ ჯგუფში შოტლანდიას მაინც გადაასწრო, მეორე ადგილზე გავიდა და მეოთხედფინალში A ჯგუფის პირველადგილოსან ახალ ზელანდიას დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდნენ: 15 ლექსო გუგავა, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე; 1. ვასილ კაკოვინი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. გიორგი ჩხაიძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. მამუკა გორგოძე.
სათადარიგოები: 16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. გოდერძი შველიძე, 18. გიორგი ნემსაძე, 19. ილია ზედგინიძე, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. მერაბ კვირიკაშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე.