აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ უკვე თბილისშია. მისი ლაინერი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ვერშბოუს ჩამოსვლასთან დაკავშირებით აეროპორტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია.
ოფიციალური პროგრამის მიხედვით, ვერშბოუ პირველ შეხვედრას დღესვე, 19:30 საათზე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან გამართავს. ავლაბრის რეზიდენციაში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლეშივე ქვეყნის პირველი პირი ამერიკელ მაღალჩინოსანს ოფიციალურ ვახშამზე მიიწვევს.
რაც შეეხება ხვალინდელ პროგრამას, ალექსანდრ ვერშბოუ შეხვედრებს დილის 07:00 საათიდან დაიწყებს. ის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივან ეკა ტყეშელაშვილთან ერთად ისაუზმებს. 08:30 საათზე ექსპერტებს შეხვდება, 10:00 საათზე კი სახელმწიფო კანცელარიაში უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დასწრება.
პირველი ერთობლივი კომენტარები 12:30 საათზე გაკეთდება.
ხვალვეა დაგეგმილი შეხვედრები საქართველოს თავდაცვის მინისტრთან და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან. ბაჩო ახალაიასა და თავდაცვის უწყების სხვა მაღალჩინოსნების ამერიკელ სტუმრებთან შეხვედრა რესტორან "მეტეხის ჩრდილში" იგეგმება.