თბილისის 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ცურვის ასპარეზობაში საქართველოს საწყალოსნო სპორტის სახეობების 16 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ზურაბ ხომასურიძემ განაცხადა.
საფესტივალო გუნდის შემადგენლობაში 1999-2000 წლებში დაბადებული ჭაბუკები და 2000-2002 წლებში დაბადებული გოგონები შედიან.