საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ახალ ზელანდიაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ნიკა გილაური ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის სპიკერს და საპარლამენტო ოპოზიციის ლიდერს შეხვდა.
ზელანდიის პრემიერ-მინისტრის რეზიდენციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის დახვედრის საზეიმო ცერემონია შედგებოდა ტრადიციული და სამხედრო კომპონენტებისგან.
საქართჳელოს პრემიერ-მინისტრის და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დროს ზელანდიურმა მხარემ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერა გამოუცხადა. განიხილა ორმხრივი ურთიერთობები და სამომავლო ეკონომიკური ურთიერთობები. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა საქართველოსადმი დიდი ინტერესი გამოდატა და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობები უფრო ინტენსიური გახდება.
მომავალში ზელანდიის პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა და ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა რაგბის ნაკრებების მაისურები გაცვალეს, ზელანდიის პრემიერმა ქართველ ბორჯღალოსნებს გამარჯვება უსურვა.
აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საპატიო სტუმრის სტატუსით რაგბის მუზეუმის გახსნის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო.