საქართველოს ეროვნულმა რაგბის ნაკრებმა მსოფლიოს თასზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. "ბორჯღალოსნებმა" ახალ ზელანდიაში მიმდინარე ჩემპიონატზე რუმინელები 25:9 დაამარცხეს. მატჩში ერთადერთი ლელო მამუკა გორგოძემ 56-ე წუთზე დადო. მერაბ კვირიკაშვილმა თავი 5 ჯარიმითა და 1 გარდასახვით გამოიჩინა. ერთი ჯარიმა გაიტანა მალხაზ ურჯუკაშვილმაც. რუმინელთა მხრიდან ორი ჯარიმა დუმბრავამ გაიტანა, ერთი კი ვლაიკუმ.
საქართველომ რუმინეთის წინააღმდეგ შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:
ხმალაძე; გიგაური; კაჭარავა; ზიბზიბაძე; თოდუა; კვირიკაშვილი; აბუსერიძე; გორგოძე; ბასილაია; ჩხაიძე; მაისურაძე; ზედგინიძე; ზირაქაშვილი; ბრეგვაძე და ხინჩაგაშვილი. შეცვლაზე შევიდნენ: ურჯუკაშვილი; შველიძე; სამხარაძე; დათუნაშვილი; კაკოვინი და ჩხიკვაძე.
შემდეგ შეხვედრას საქართველო 2 ოქტომბერს, არგენტინის წინააღმდეგ გამართავს.