"ტანდემის ამ ცვლილებით რუსეთის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა, ვლადიმერ პუტინმა კი უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ იგი პოლიტიკური ინტრიგის დიდი დიდოსტატია", _ წერს "Deutsche Welle" სტატიაში, რომელიც ვლადიმერ პუტინის კრემლში პრეზიდენტად დაბრუნებას ეხება.
"რუსეთის უმნიშვნელოვანესი საკადრო საკითხი გადაწყვეტილია, ვლადიმერ პუტინი კრემლში პრეზიდენტის რანგში ბრუნდება. ინფორმაცია ამის შესახებ პარტია "ედიანაია როსიას" ყრილობაზე გახდა ცნობილი.
ეს მოვლენა მოულოდნელობა არავისთვის გამხდარა. პოლიტიკისგან გადაღლილი რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობისთვის მმართველი ელიტის თამაში გასაგები გახდა, თუმცა მათ არც სჯერათ, რომ თავად შეძლებდნენ რამის შეცვლას ამ ინსცენირებაში. ამასთან, მათთვის რუსეთის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და გაურკვეველი გახდა", - აცხადებს აღმოსავლეთ ევროპის განყოფლების გამგე და "Deutsche Welle"-ს რუსული რედაქციის მთავარი რედაქტორი ინგო მანნტოიფელი.
"ტანდემის ამ ცვლილების ჩატარებით, პუტინმა უკვე მერამდენედ დაამტკიცა, რომ იგი პოლიტიკური ინტრიგის დიდი დიდოსტატია", _ აცხადებს მანტოიფელი და აღნიშნავს, რომ პუტინს ფორმალური დროებითი სჭირდებოდა, მაშინ, როდესაც იგი თავად შეძლებდა ხელისუფლების შენარჩუნებას საკუთარ ხელში.
"თავად პრემიერად ყოფნის დროს მან ამ როლის შესრულება თავის ერთგულ პროტეჟეს დიმიტრი მედვედევს დაავალა, რომლის ამოცანა, მხოლოდ და მხოლოდ ერთი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ შესრულებულად ჩაითვალა", _ აცხადებს მანნტოიფელი და აღნიშნავს: "რაც შეეხება ამ დროებითის "მუშაობას" მის მიერ გაკეთებული განცხადებების მხოლოდ მცირე ნაწილის რეალიზება მოხდა, მაგრამ იგი იმედს სახავდა იმისა, რომ რეფორმების აუცილებელი პროცესი აუცილებლად დაიწყებოდა მას რომ ნაკლებად ჰქონოდა ხელები შეკრული".
მანნტოიფელი ასევე აღნიშნავს, რომ პუტინის მიერ შექმნილი სისტემა უწყვეტად არის გადახლართული არა მხოლოდ პოლიტიკურ-ბიუროკრატიულ სტრუქტურებთან არამედ მსხვილ ბიზნესთანაც - პუტინის თანამებრძოლები და მომხრეები უმნიშვნელოვანეს რუსულ კონცერნებს უდგანან სათავეში.
"რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდა მოქალაქეებისთვის და კვალფიციური სპეციალისტებისთვის პუტინის დაბრუნება ნიშნავს, იმას, რომ ახლანდელ სისტემაში თითქმის არაფერი შეიცვლება. მედვედევი მრავალი ადამიანისთვის ერთგვარი იმედის ბოლო გაელვება იყო. ასე რომ, ამიერიდან არცთუ ისე მცირე რაოდენობის რუსეთის მოქალაქეს - და ამას ბოლო დროს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს - ბედნიერების ძებნა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოუწევს", _ აცხადებს მანტოიფელი.