წინანდალში, კულტურის სახლში, 27 სექტემბერს ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი "თოფუზი" გაიხსნება. ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნება 2010-2011 წლებში გადაღებული 20 საბავშვო ფილმი.
ანიმაციური ფილმების ფესტივალი სამდღიანია. 28 სექტემბერს ღონისძიებები ვარდისუბანსა და იყალთოში გაიმართება, 29 სექტემბერს კი ფინალური ღონისძიება თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდება.