რამდენიმე დღის წინ რუსმა ოკუპანტებმა აფხაზეთის მკვიდრ ამირან გითოლენდიას 1 ტონა თხილი ჩამოართვეს. ამის შესახებ ჯი-ეიჩ-ენს ოკუპირებული აფხაზეთიდან აცნობეს.
"ოჯახმა თხილის გაყიდვა ქართელების კონტროლირებად ზუგდიდში გადავწყვიტეთ და ერთი ტონა თხილის გადმოტანას ენგურის გავლით შევევეცადეთ, თუმცა ოტობაიაში გახსნილ საგუშაგოზე არაფხიზელ მდგომარეობაში მყიფი რუსი ჯარისკაცები დაგხვდნენ და თხილი ჩამოგვართვეს. ადრე თუ მსგავსი ფაქტების დროს ჯარიმას გვაკისრებდნენ, ამჯერად ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამოგვიშვეს უკან, რაც მთავარია თხილი თან დაიტოვეს",- განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს დაზარალებულმა.
მომხდარის შესახებ არაფერი იციან სამეგრელო - ზემო სვანეთიში აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის წევრებმა.
"მსგავსი კრიმინალური ფაქტები თხილის სეზონის დაწყებისთანავე გახშირდა, რაც შეეხება ამ ფაქტს აფხაზეთის მთავრობა დეტალურად გამოიძიებს და ეს საკითხი გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების სამუშაო ჯგუფების შეხვედრაზე აუცილებლად დადგება",- განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა სამეგრელო-ზემო სვანეთში თორნიკე კილანავამ