დღეს, სოხუმის ცენტრში, "ტოიოტას" ტიპის ავტომობილი აფეთქდა. აფეთქების ძალა იმდენად ძლოერი იყო, რომ ახლომდებარე სახლებში ფანჯრები ჩაამსხვრია, ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აფეთქების შედეგად არავინ დაზარალებულა. მსხვერპლი არ არის. მეხანძრეებმა კი აფეთქების ადგილზე წარმოქმნილი ხანძარი დროულად ჩააქრეს.
სოხუმის ე.წ. რაიონული სამმართველოს უფროსი გარი არშბა აცხადებს, რომ აფეთქების სიმძლავრე 500 გრამი ტროტილის ექვივალენტი იყო. მისივე თქმით, ავტომობილის მფლობელის ვინაობა ამჟამად ზუსტდება.
შეგახსნებთ, რომ 21 სექტემბერს სოხუმში "მერსედესის" ტიპის ავტომობილი აფეთქდა. მძღოლი, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილე ყაბარდო-ბალყარელი ადგილზე გარდაიცვალა.
მასალის გამოყენების პირობები