დღეს, 22 სექტემბერს, თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კინოკლუბში კინოჩვენებები განახლდება.
ახალი სეზონი ცნობილი რუსი რეჟისორის, მიხაილ კალიკის ფილმით „ნახვამდის ბიჭებო" გაიხსნება.
ყოველი კინოჩვენების შემდეგ გაიმართება საჯარო დისკუსია სხვადასხვა თემაზე.
კინოკლუბი ფუნქციონირებს ყოველ სამშაბათს,ხუთშაბათს და შაბათს 18 : 00 სთ. ჩვენებებზე უფასოდ დასწრება შესაძლებელია არამხოლოდ თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის, არამედ ნებისმიერი ასაკის კინომოყვარულთათვის.
ორგანიზატორები თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები - ვახო ჯაჯანიძე და ივა ჩიტიძე.
მის: აღმაშენებლის გამზ. 40