მოსკოვის კინოცენტრი ქართველ მსახიობებს სერიალში იღებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მსახიობმა გიგა დუნდუამ განუცხადა, გადაღებები მინსკში მიმდინარეობდა და ჯერ არ დასრულებულა.
"კინოცენტრში ჩემი რამდნეიმე ფოტო იქნა გაგზავნილი, საიდანაც დამირეკეს და სერიალში გადაღება შემომთავზეს. ერთხელ უკვე ვიყავი ჩასული. ქართველებისგან განსხვავებით, ისინი მუშაობის პროცესში უფრო მოწესრიგებულები და პუნქტუალურები არიან. ჩემთან ერთად კიდევ ერთი ქართველი მსახიობი, ოთარ ანდღულაძე მონაწილეობს. გადაღებები კიდევ გრძელდება, ველოდები მათ ზარს, რომ ჩავიდე და გავაგრძელოთ მუშაობა", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" დუნდუამ.
ცნობისთვის, სერიალი, სახელწოდებით "მთვარის ბნელი ღამე", 17 სერიისგან შედგება და მასში ორი ქართველი მსახიობი მონაწილეობს.