8 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბათუმის დრამატული თეატრში ქაზიმ ქოინჯუს ხსოვნისადმი მიძღვნილი ლაზური მუსიკის ფესტივალი მოეწყობა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ფოლკლორული ანსამბლები "თუთარჩელა" (რუსთავი), "თსუ-გორდელა" (თბილისი), "გოგოლაი" (სენაკი), "ათძალი" (ხელვაჩაური), "აიდიო" (ბათუმი), ბაიარ შაჰინი და მისი ბენდი და სხვები.
ლაზური მუსიკის ფესტივალი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაწერით ეწყობა. დასწრება თავისუფალია.