საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ფიფა/კოკა-კოლას მსოფლიოს რეიტინგში 64 ადგილზეა. საქართველომ წინა თვესთან შედარებით ერთი ადგილით გაიუარესა მდგომარეობა.
რეიტინგის სათავეში დაბრუნდა ესპანეთი, რომელმაც ჰოლანდიასთან გაცვალა ადგილები. აღნიშნული კლასიფიკაციის გამოქვეყნებიდან, საუკეთესო ადგილამდე (მე-4) დაწინაურდა ურუგვაის ნაკრები. რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ ათეულში 3 ნაბიჯით წინ წაიწიეს და იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ზემოთ , მე-5 ადგილზე არიან.
საქართველოს ნაკრების მეტოქეებიდან ხორვატია მსოფლიოშო მეცხრეა, საბერძნეთი მე-11, ისრაელი 38-ე, ლატვია 74-ე, მალტა 153-ე.