ქართველ და თურქ მხატვარ ქალთა ნამუშევრების გამოფენა, პერფორმანსი და კონფერენცია 19-21 სექტემბერის ჩათვლით თბილისში მოეწყობა, რომელიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ეწყობა. ამ მიზნისათვის თბილისში 50 მხატვარი ქალისგან შემდგარი დელეგაცია თურქეთიდან ჩამოვიდა.
ღონისძიების ფარგლებში დღეს 18.00 საათზე გამოფენა ქარვასლის მიმდებარე სოფიკო ჭიაურელის სახელობის ბაღში გაიხსნება.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 4-10 ივლისს თურქეთის ქალაქ ტრაბზონში ჩატარდა მსოფლიოს მხატვარ ქალთა მე-4 საერთაშორისო ფესტივალი " Femin and Art", რომლის მიზანია ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობების გაღრმავება, ქალთა უფლებების დაცვის მხარდაჭერა, გენდერული პრობლემების გადაჭრაში აქტიური მონაწილეობა.
ტრაბზონში მიწვეული იყვნენ სხვადასხვა ქვეყნიდან 50 მხატვარი ქალი. მათ შორის, ოთხკაციანი ჯგუფი საქრთველოდან - ლელა გელეიშვილი, ლია შველიძე, ქეთევან ყაზაიშვილი, ქეთევან შალამბერიძე იმყოფებოდნენ.
აღსანიშნავია რომ ქართველმა მხატვრებმა თავისი პროფესიონალიზმითა და ნამუშევრების მაღალი დონით, განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურეს. რის საფუძველზეც, თურქულმა მხარემ გამოთქვა სურვილი 2012 წლის გაზაფხულზე ფესტივალი ჩატარდეს საქართველოში.