დღეს, 20 სექტემბერს, 14:00 საათზე, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დარბაზში გაიმართება ქართველი პოეტის, ტარიელ ჭანტურიას ახალი პოეტური კრებულის "საიტ.უმლო ბარათი-2" პრეზენტაცია.
ახალი წიგნი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა და ავტორის შემოქმედების შემაჯამებელ კრებულს წარმოადგენს, აერთიანებს ტარიელ ჭანტურიას როგორც ახალ, ასევე რჩეულ ადრინდელ ნაწარმოებებს.
ტარიელ ჭანტურიამ ლიტერატურულ ასპარეზზე გამოჩენისთანავე ყურადღება მიიქცია გაბედული ექსპერიმენტებითა და სიახლისადმი ლტოლვით. თავის შემოქმედებაში იგი ხშირად მიმართავს ირონიას, პაროდიას, პარადოქსს, გროტესკს, სლენგს. მისი კრებულებია: "საქანელა" (1965), "ქვა და ომი" (1967), "ახალი მთვარე" (1970), "ორნი" (1972), "დაწყვეტილი სერპანტინი" (1973), "წყნარი მზის წელიწადი" (1975), "თაფლობის საუკუნე" (1978), "პოემები" (1979), "სტრესები და სიტყვები" (1980), "რჩეული" (1982), "ბოლთა" (1893), "მწერლის წითელი წიგნი" (1985). ტარიელ ჭანტურიას ეკუთვნის ასევე საბავშვო ლექსების კრებულები, კრიტიკული წერილები და თარგმანები.