რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტი ზურაბ წერეთელი პეტერბურგში სტუდენტთა ნამუშევრების მუზეუმის გახსნას გეგმავს.
"პროექტი უკვე შედგენილი მაქვს. სამხტვრო აკადემიის ეზოში, 12 ათას კვადრატულ მეტრზე, ახალგაზრდების ნამუშევართა მუზეუმი შეიქმნება. სტუდენტებმა პირველი კურსიდანვე კარგი განათების პირობებში უნდა გამოფინოთ თავიანთი ნამუშევრები და არა დერეფნებში", - განაცხადა წერეთელმა.
გარდა ამისა, წერეთელი სკულპტორი ქალთა მუზეუმის გახსნასაც გეგმავს. მისი განმარტებით, მუზეუმი სხვადასხვა სფეროში არსებული უნიკალური მასალის ბაზაზე გაიხსნება.
"ეს იქნება პროექტი არა მარტო ზოგადად ქალთა, არამედ, დედების, სპორტის, პოლიტიკისა და მედიცინის შესახებ. მუზეუმის კონცეფცია უკვე დახატულია. ახლა სამუშაო პროექტის შექმნაღაა საჭირო", - აღნიშნა წერეთელმა.
მან დასძინა, რომ მუზეუმს იქ გახსნის, სადაც ამის ნებართვას მისცემენ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს აუცილებლად რუსეთში უნდა მოხდეს.
"ამ მუზეუმის გახსნა ქალის ავტორიტეტს აამაღლებს. საზოგადოებას ეს ძალიან სჭირდება. ეს მამაკაცებისთვისაც სიკეთის მომტანი იქნება", - აღნიშნა მხატვარმა.