ბრიტანული დასი "Ad Infinitum" თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დღეს ჰომეროსის "ოდისეას" წარადგენს. ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის სახელმწიფო თეატრშო ჯორჯ მანი ერთმოქმედებიან სპექტაკლს 65 წუთი ითამაშებს.
ცნობისთვის, „ოდისეას" პრემეირა ედინბურგის ფრინჯის ფესტივალზე 2009 წელს შედგა და დიდი წარმატება ჰქონდა, კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა და მიიღო „თჰე შტაგე"-ის საუკეთესო სოლო შემსრულებლის ჯილდო.
"ჩვენ გვინდა შევქმნათ ინოვაციური თეატრი. ვიყენებთ იმპროვიზაციას, განსხვავებულ პლასტიკას, ვითვალისწინებთ სხვადასხვა კულტურათა გამოცდილებას, რომ წარმოგიდგინოთ თეატრი უნიკალური და მომხიბვლელი ფორმით. ჩვენი მიზანია, რომ ჩვენმა ხელოვნებამ მოგხიბლოთ. შეგძრათ და შთაგაგონოთ", - აღნიშნავენ თეატრის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, რომ ბრიტანული დასი საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და მათი სპექტაკლი თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის პროგრამით ეწყობა.