"ჯეოსტარის" ჟიურიში ჯდომა ძალიან გამიჭირდა. ადრე ყოველთვის კონკურსანტი ვიყავი, აქედან გამომდინარე, თავიდან ყველა მეცოდებოდა, თუმცა მერე მივხვდი, რომ ის უნდა მეთქვა, რასაც ვფიქრობდი", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" სოფო ხალვაშმა.
მომღერალი ჟიურიში "ჯეოსტარის" ორგანიზატორების თხოვნით მივიდა. მასთან ერთად ჟიურიში მომღერალი გიგი დედალამაზაშვილი და ჟურნალისტი ნიკო ნერგაძე არიან.
"იყო შემთხვევა, როდესაც რამდენიმე კონკურსანტი არ მომეწონა და ისინი სხვა ჟიურის წევრების, ხმათა უმრავლესობით, შემდეგ ტურში მაინც გადასულან. ვნახოთ, რას იზამენ შიდაშესარჩევ ტურში. ყველას წარმატებას ვუსურვებ", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" ხალვაშმა.