"ამ დროისთვის რუსთაველის თეატრში არავინ არაფერი იცის", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" რუსთაველის თეატრის დასის მსახიობმა რუსკა მაყაშვილმა.
"ჯერჯერობით არ გვინახავს ბატონი რობერტი და არ გვისაუბრია. დასს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ სტურუა შეგხვდება და თავის გადაწყვეტილებაზე დაგველაპარაკება. რუსთაველის თეატრში არავინ არაფერი იცის. არ ვიცით რას გადაწყვეტს სტურუა, ველოდებით მის პასუხს ძალიან ვნერვიულობთ. რუსთაველის თეატრი ჩვენი ოჯახია და რობერტ სტურუა - ჩვენი მამა. მის გარეშე თეატრი ვერც წარმოგვიდგენია, როგორი უნდა იყოს", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს" მაყაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეთავაზებით, სტურუას წელიწადში 2 სპექტაკლის დადგმის უფლება აქვს. რაზედაც რეჟისორმა მოსაფიქრებლად 2 თვე მოითხოვა.