კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრში დღეს "თბილისის თეატრალური ფესტივალის ფარგლებში" რეჟისორ იდიტ ჰერმანის სპექტაკლი სახელწოდებით "ობსერვატორია" დაიდგმება.
"ობსერვატორიაში" მოქმედება ხდება ოცნებათა სამყაროში, ველური მუსიკის და ძლიერი ვიზუალური გამოსახულებების თანხლებით", - ამბობს რეჟისორი.
მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ერთმოქმედებიანი სპექტაკლი 50 წუთი გაგრძელდება.
ცნობისთვის, "ობსერვატორია" მარჯანიშვილის თეატრში დღეს და ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.
ცნობისთვის, თეატრალური რეჟისორი, შემსრულებელი და მხატვარი იდიტ ჰერმანი დაიბადა თელ-ავივში. სულ პატარამ დაიწყო ცეკვის, ოდნავ მოგვიანებით კი ქორეოგრაფიის შესწავლა. 1989-1991 წლებში იყო „Batsheva Dance Company" -ის წევრი . 1992 წელს იმოგზაურა ევროპაში და იმუშავა ჰოლანდიურ და ბელგიურ ქორეოგრაფიულ ჯგუფებთან. იდიტმა, დმიტრი ტულპანოვთან შეხვედრის შემდეგ, თავი დაანება ოცნებას თანამედროვე ცეკვაზე და მასთან დაიწყო თანამშრომლობა. იგი არის თეატრის სამხატვრი ხელმძღვანელი და კლიპას თეატრის დადგმების მხატვარი.