16 სექტემბერს, 16:00 საათზე, ბათუმში, "რადისონ ბლუ ბათუმში", ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მოქმედი არასამთავრიბო ორგანიზაციები აწყობენ მრგვალ მაგიდას და არტთერაპიის ნამუშევართა გამოფენას, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთა უფლებებისდაცვას და მათ საზოგადოეაში რეინტეგრაციას. მრგვალი მაგიდის თემაა: ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმა - იზოლაციიდან რეინტეგრაციამდე
17:00 საათზე, სასტუმროს ფოიეში გაიმართება გამოფენა, სახელწოდებით "არაჩვეულებრივი გამოფენა", სადაც ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების ნამუშევრები გამოეფინება.