16 სექტემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი ნიკოლოზ რურუა დუშეთის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს უსასყიდლოდ გადასცემს სასცენო განათებისა და გახმოვანების აპარატურას. ესაა ირიცხება განათებისა და ხმის მრავალარხიანი პულტი, აუდიოსიგნალის მრავალარხიანი გადამყვანი, დანადგარი მუსიკალური არანჟირებისთვის, პორტატული კომპიუტერი და სხვა ტექნიკური საშუალებები. დუშეთის რაიონის კულტურის ცენტრი, სადაც ფუნქციონირებენ დუშეთის თეატრალური დასი, ადგილობრივი ბენდი და ფოლკლორული ანსამბლები, მთლიანად აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკური აპარატურით.
მომავალი წლიდან, "საქართველოს რეგიონებში კულტურის ობიექტების ტექნიკური აღჭურვის" პროექტის ფარგლებში, იგეგმება საქართველოს რეგიონებში კულტურის ცენტრების ტექნიკური აღჭურვა.