ბათუმის საქალაქო სასამართლოში "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" გენერალური მდივნის, ეკა ბესელიას ოჯახის წევრების რატი მილორავასა და სერგო ბესელიას სასამართლო პროცესი დასრულდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" "მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის პრესსამსახურიდან აცნობეს, სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ეკა ბესელიას შვილს, რატი მილორავას ერთი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 000 ლარი ჯარიმა შეუფარდა.
რაც შეეხება ეკა ბესელიას ძმას, სერგო ბესელიას, სასამართლომ სერგო ბესელიას ორი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა და 4 ათასი ლარის ჯარიმის სახით გადახდა დააკისრა.