საქართველოს ბაზარზე ყველაზე დინამიურად მზარდი მობილური ოპერატორი ბილაინი დაფარვის ზონის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 15 სექტემბერს, 18:00 საათზე, მესტიის განახლებულ მოედანზე "ფრანის" კონცერტს გამართავს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" კომპანიიდან აცნობეს, კონცერტზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის უფასო იქნება და მასზე ფრანი განახლებული პროგრამით წარდგება.
კონცერტს დაესწრება ბილაინის აქციის გამარჯვებული, 3 მეგობართან ერთად, რომელმაც 2 კვირის განმავლობაში ყველაზე მეტი ადამიანი "გადმოაპორტირა" ბილაინის ქსელში.
გარდა კონცერტისა, ბილაინი ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით მოსწავლეებს გადასცემს სასკოლო ინვენტარს, და გაათამაშებს პრიზებს.
"ჩვენ შევასრულეთო პირობა, რომელიც წლის დასაწყისში მივეცით ჩვენს მომხმარებლებს და სვანეთშიც გავმართეთ ქსელი. როგორც იცით, ბილაინის ძირითად ამოცანას დაფარვის ზონის გაფართოება წარმოადგენს, კომპანიას დასახული აქვს, რომ 2011 წლის ბოლოს, დაფარვის ზონა მაქსიმალურად მიუახლოვდეს სრულყოფილს. ქვეყნის ტურისტული მიმართულებების განსაკუთრებით გააქტიურების პარალელურად, ბილაინი ცდილობს, საუკეთესო ხარისხის დაფარვის ზონა შესთავაზოს აბონენტებს, იქ, სადაც ტურისტული ნაკადი განსაკუთრებით გაიზარდა", - აცხადებს ბილაინის გენერალური დირექტორი ანდრეი პიატახინი.
შეგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, ბილაინი აქტურად აფართოებს დაფარვის არეალს. კომპანიის ქსელით სარგებლობა სრულყოფილად შესაძლებელია დიდ ქალაქებში და ქვეყნის ძირითად ტრასებზე, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა შედარებით რთულად ასათვისებელ, მთიან რეგიონებზე.