"იმიჯ ცენტრის" მოდელი, პირველი ვიცე-მის "საქართველო 2010" ეკა ღურწკაია ბრაზილიიდან ჩამოდის, სადაც იგი "მის სამყარო 2011"-ში მონაწილეობდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენისთვის" გახდა ცნობილი, "მის სამყარო 2011-ზე" ქართველი მოდელის მხარდასაჭერად საქართველოდან არავინ იმყოფებოდა. ღურწკაიას არც ია კიწმარიშვილი ახლდა.
შეგახსენებთ: საქართველოს სახელით ბრაზილიაში "იმიჯ ცენტრის" მოდელი, პირველი ვიცე-მის "საქართველო 2010" ეკა ღურწკაია მონაწილეობდა. როგორც "იმიჯ ცენტრში" აცხადებენ, "იმიჯ-ცენტრის" ხელმძღვანელმა, ია კიწმარიშვილმა საჭიროდ არ მიიჩნია, კონკურსანტს ბრაზილიაში გაჰყოლოდა.
როგორც "იმიჯ-ცენტრის" პრესამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ღურწკაია ჟურნალისტებთან კონკურსზე დეტალურად ისაუბრებს.