შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საგარეჯოს რაიონის სოფელ გიორგიწმინდაში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული რამაზ ხოსიტაშვილი დააკავეს, რომელმაც ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღის გამოყენებით, მრავლობითი ჭრილობა მიაყენა თანასოფლელს, 1985 წელს დაბადებულ დავით ბაბუნაძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.