დღეს, 14 სექტემბერს, "ამერიკული კლასიკურის მუსიკის ფესტივალი" ქუთაისში დასრულდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სახელმწიფო თეატრის მმართველმა, დავით საყვარელიძემ განუცხადა, ამერიკული კლასიკური მუსიკის ფესტივალი საქართველოს რამდენიმე ადგილას ტარდება.
"არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეს ტრაგედია გულთან ახლოს არ მიაქვს. ვფიქრობ, რომ ეს ფესტივალი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ამერიკულ კლასიკურ მუსიკის საღამოებს, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მოვაწყობთ", - განაცხადა საყვარელიძემ.
ფესტივალი რუსთაველის თეატრში 11 სექტემბერს გაიხსნა. იგი 11 სექტემბრის 10 წლისთავს ეძღვნება.