16 სექტემბერს, 19:00 საათზე, "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება პოეტ ნატო ინგოროყვას წიგნის ("ხმელები და ნედლები") პრეზენტაცია. კრებული გამომცემლობა "დიოგენემ" გამოსცა.
როგორც ნატო ინგოროყვამ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას განაცხადა, ეს მისი მეორე პოეტური კრებულია. პირველი წიგნი, სათაურით - "... და სახლობს ჩემში პოეტი ევა" - 2005 წელს გამოსცა.
"ხმელები და ნედლები" - ეს არის ერთ ყუთში შეფუთული ორი პატარა წიგნი. ერთში შესულია ჩემი "ნედლი" ლექსები, მეორეში - "ხმელი", - განაცხადა ინგოროყვამ.
ნატო ინგოროყვას ეკუთვნის ავსრიელი პოეტის, რაინერ მარია რილკეს პოეზიის თარგმანიც, რომელიც 2007 წელს წიგნად გამოსცა.
ინგოროყვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ჟურნალ "მასწავლებლის" მთავარი რედაქტორია.