ქართული დღეები ვილნიუსში დასრულდა. ღონისძიება გუშინ ღამით საქართველოს ნაციონალური ბალეთის და ქარტული ხმების გრანციოზული კონცერტით დასრულდა.
შეგახსნებთ, რომ ქართული კულტურის დღეების ფარგლებში ვილნიუსში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-დეგუსტაცია მოეწყო. მთავრობაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული ღონისძიება კი თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციას საქართველოს ფარგლებს გარეთ.
ვილნიუსში, ქართული აგროსასურსათო პროდუქციის, კერძებისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენა-დეგუსტაციის მოსაწყობად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 ათასი ლარი უკვე გამოიყო.