"ზუმბალენდმა" ვილნიუსსში ახალი ალბომი ჩაწერა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჯგუფის წევრმა, ზაზა კორინთელმა (ზუმბამ) განუცხადა, ეს ალბომი გასაყიდად ევროპაში გავა.
"ახლა ვილნიუსში ვართ, სადაც 10-მდე კონცერტი გავმართეთ. აქ ახალ ალბომზედაც ვიმუშავეთ, სადაც 8 ახალი კომპოზიციაა შესული, მათ შორის: ოდა, ნარდანინა, ნანა, ციცინათელა და ა.შ. ძალიან საინტერესო ვერსიები გამოგვივიდა და ამ ყველაფერს ევროპის ბაზარზე გავიტანთ", - განაცხადა ზუმბამ.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფი "ზუმბალენდი" 1994 წელს დაარსდა.