დღეს, 24 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკა, საგამომცემლო ჯგუფი "ჯეო ექს ფაბლიშინგი~ და "სეზანი~ ხუთტომეული პრეზენტაციას გეგმავს.
პროექტის "ჩვენ და "ვეფხისტყაოსანი~ ფარგლებში გამოიცა ხუთტომეული: 1. შოთა რუსთაველი, "ვეფხისტყაოსანი~ _ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის "ვეფხისტყაოსნის~ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის ბოლო რედაქციით; 2. "მოგითხრობთ "ვეფხისტყაოსნის~ შესახებ~ _ ენციკლოპედიური კრებული პოემისა და მისი ავტორის შესახებ; 3. "ვეფხისტყაოსანს~ მოგითხრობენ ავთანდილ არაბული და მამია მალაზონია _ პოემის პროზაული ვერსია, რომლის
ავტორია ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ავთანდილ არაბული. ტექსტს ერთვის მხატვარ მამია მალაზონიას ილუსტრაციები; 4. "ვეფხისტყაოსანს~ წარმოგიდგენთ ქეთი მატაბელი _ პოემის უძველესი ხელნაწერებისა და მხატვარ მამუკა თავაქარაშვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნილი 52 ფოლიანტი, რომელსაც ახლავს ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილის ესე ქართულ და ინგლისურ ენებზე; 5. "ვეფხისტყაოსნის~ გამოცემათა ბიბლიოგრაფია 1712-2008 წ.წ. _ ქართულ და უცხოურ ენებზე დაბეჭდილი პოემის 300-ზე მეტი გამოცემის ჩამონათვალი.
წიგნებს შეძენა შესაძლებელია ლიტერატურულ არტკაფე "ქარავანში~.