იტალიის პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი აცხადებს, რომ იგი პატიობს მის თავდამსხმელს ფსიქიურად გაუწონასწორებელ იტალიელს მასიმო ტარტალიას. ამასთან ერთად ბერლუსკონი ასევე სთხოვს იუსტიციის ორგანოებს უყურადღებოდ და დაუსჯელად არ დატოვონ ეს საქციელი იმისათვის, რათა ტარტალიას პოტენციურ მიმდევრებს გაკვეთილი უჩვენონ და სახელმწიფოს სხვა ხელმძღვანელ პირებზე ახალი შესაძლო თავდასხმები აღკვეთონ. იტალიური მედიის ინფორმაციით ბერლუსკონი საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ მილანთან ახლოს მდებარე თავის ვილაში იმყოფება. ეს თავად ბერლუსკონიმ თავისი პარტიის აქტივისტებთან სატელეფონო საუბრის დროს განაცხადა.
"ადამიანურად მე მას ვპატიობ. თქვენ იცით რომ მე ცუდის დამახსოვრება არ მჩვევია"- განაცხადა ბერლუსკონიმ. ამავე დროს მან გასაგებად აუწყა სასამართლო ორგანოებს, რომ მისი თავდამსხმელისათვის გამოტანილი განაჩენი ძალიან რბილი არ უნდა იყოს და ეს იმისათვის უნდა გაკეთდეს რომ არ შეიქმნას შთაბეჭდილება თითქოს მთავრობის თავმჯდომარეზე თავდასხმა შესაძლოა დაუსჯელი დარჩეს. ბერლუსკონიზე თავდასხმა 13 დეკემბერს მოხდა. მილანის ცენტრში მიმდინარე მიტინგზე 42 წლის მასიმო ტარტალიამ მას სუვენირი ესროლა. ბერლუსკონის გაუსკდა ტუჩი, გაუტყდა ცხვირი და ამოუვარდა ორი კბილი. თავად ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ მას ნასროლი საგანი სახეში რომ მოხვედროდა იგი თვალს დაკარგავდა. ხოლო საფეთქელში რომ მოხვედროდა ახლა "სამარეში იწვებოდა"
მასიმო ტარტალიას მამამ ბერლუსკონის თავისი შვილის პატიებისათვის მადლობა გადაუხადა. ტარტალია ამ დროისათვის.