მამამ საკუთარი შვილი გულ-მკერდის არეში დანით დაჭრა. 22 წლის მიხეილ ბენდუქიძე სხეულის მძიმე დაზიანებებით თბილისის მე-4 საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანეს.
ნასვამ მდგომარეობაში მყოფ მამას შვილთან კონფლიქტი მოუვიდა, რაც ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.
მეზობლები ყვებიან რომ დაძაბული ვითარება და კონფლიქტები ბენდუქიძეების ოჯახს ახასიათებს. ეჭვმიტანილი ნუგზარ ბენდუქიძე შემთხვევის ადგილზე უკვე დააკავეს. კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ. ექიმების განცხადებით დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.