ლიტვაში მიმდინარე ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე ეტაპზე გავიდა. „ჯვაროსნებმა" მათთვის სადებიუტო შეხვედრაზე ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავეს, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი აღმოჩნდა. საქართველომ პირველ ჯგუფურ ეტაპზე 2 გამარჯვება და სამი მარცხი იწვნია. პირველ შეხვედრაში საქართველომ ბელგია დაამარცხა 81:59, მეორე შეხვედრაში რუსეთთან დამარცხდა 58:65, მესამე შეხვედრაში სლოვენიასთან წააგო 75:87, მეოთხე შეხვედრა კოკოშკოვის გუნდმა 69:53 დაამარცხა, დღევანდელი მატჩი კი ბულგარეთთან წააგო 59:69. საქართველოს შემდეგ ეტაპზე გასვლა უკრაინის გამარჯვებამ განაპირობა ბელგიასთან. უკრაინის მარცხის შემთხვევაში შემდეგ ეტაპზე ბულგარეთი გადიოდა. საქართველო მომდევნო ეტაპზე შემდეგ მეტოქეებს დაუპირისპირდება: მაკედონია, სლოვენია, საბერძნეთი, ფინეთი და რუსეთი.
მეორე ჯგუფური ეტაპზე საქართველო პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, საბერძნეთთან გამართავს ვილნიუსში.