საქართველოს ეროვნულმა საკალთბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის D ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ბულგარეთთან მარცხი განიცადა. საქართველომ მატჩი 10 ქულიანი სხვაობით ანგარიშით 69:79 დათმო.
საქართველოს ნაკრების შემდეგ ეტაპზე გასვლა უკრაინის გამარჯვებაზეა დამოკიდებული. თუ დღეს უკრაინა ბელგიას დაამარცხებს მაშინ შემდეგ ეტაპზე საქართველო გავა და თუ ბელგია გაიმარჯვებს მეორე ჯგუფურ ეტაპზე ბულგარეთი იმონაწილევებს. დღევანდელ მატჩში სამი პერიოდის განმავლობაში სართველოს ჰქონდა უპირატესობა, ბოლო პერიოდი კი 13 ქულიანი სხვაობით წააგო, რაც საბოლოო შედეგზე აისახა.
უკრაინა ბელგიის მატჩი თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო ვიქტორ სანიკიძე იყო, რომელმაც 18 ქულა და 9 მოხსნა მოაგროვა. ბულგარელთა მხრიდან კი როულენდი გამოირჩა, რომლის ანგარიშზეც 25 ქულაა.