სტამბულის "ფენერბახჩე" თურქეთის ფეხბურთის ფედერაციასა და უეფა-ს სპორტის საარბიტრაჟო სასამართლაშო უჩივის. "ფენერბახჩე" მის ჩემპიონთა ლიგიდან მოკვეთას ასაჩივრებს. აღნიშნული გადაწყვეტილება თურქეთის ფეხბურთის ფედერაციამ და უეფა-მ მას შემდეგ მიიღეს, როდესაც "ფენერბახჩეს" რამდენიმე ფეხბურთელი და კლუბის პრეზიდენტი აზიზ ილდრიმი კორუფციულ გარიგებებში ამხილეს. ილდრიმი 19 მატჩის ჩაწყობაშია ბრალდებული.
კლუბი თურქეთისა და ევროპის უმაღლესი საფეხბურთო უწყებებისგან ზარალის მიყენების გამო 64 მილიონი ამერიკული დოლარის გადახდას და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე აღდგენასაც მოითხოვს. "