დასრულდა სასამართლო გამოძიება სერგო ბესელიას, როინ ცაგარელის, რატი მილორავას და ვალერი კირვალიძის მიმართ. სასამართლო გამოძიების ეტაპზე მოსმენილი ჩვენებების შეფასების შედეგად პროკურატურამ მიიჩნია, რომ სერგო ბესელიას, რატი მილორავას, როინ ცაგარელის და ვალერი კირვალიძის მიერ ჩადენილი დანაშაული შეიცვალოს კანონით გათვალისწინებული მუხლის შედარებით მუბუქი ნაწილით.
არსებობს საკმარისი მტკიცებულებები სერგო ბესელიას, რატი მილორავას, როინ ცაგარელის და ვალერი კირვალიძის ბრალეულობის დასადასტურებლად, თუმცა პროკურატურამ გაითვალისწინა სასამართლო გამოძიებსას გამოკვეთილი გარემოებები და მოითხოვა უფრო მსუბუქი მუხლები, ვიდრე ძიების დაწყებისას იყო გათვალისწინებული.
პროკურატურამ არასრულწლოვნების რატი მილორავასა და ვალერი კირვალიძის მიმართ სასჯელის სახედ და ზომად მოითხოვა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის გათვალისწინებული მინიმალური სასჯელია.
სერგო ბესელიასა და როინ ცაგარელსაც შეუმსუბუქდათ ბრალდება და მათ მიმართ პროკურატურამ მოითხოვა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმა 4000 ლარი.