ხვალ, 2 სექტემბერს დაგეგმილ ქართულ-ოსურ შეხვედრაზე ოსი სეპარატისტების მიერ დაკავებული სამი ქართველის გათავისუფლების საკითხს განიხილავენ. ამის შესახებ საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, შოთა უტიაშვილმა განაცხადა.
უტიაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ქართულ მხარეს იგი წარმოვადგენს.
"ამ შეხვედრაზე იქნება განხილული ოსების მიერ დაკავებული სამი ქართველის გათავისუფლების საკითხი. როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს ცხინვალის სასამართლო, ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი", - განაცხადა უტიაშვილმა.
ძმები შოთა და გიგა ბზარაშვილები და მათი ბიძა ელიზბარ ბზარაშვილი სეპარატისტებმა 22 აგვისტოს სოფელ წითელუბანში ე. წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.