ურთიერთშელაპარაკების ნიაგადზე მოზარდებს შორის ჩხუბი მკვლელობით დასრულდა. 18 წლის გიგა არაბულმა 17 წლის ლაშა დულუზაურს სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით, ზურგის არეში მიაყენა.
დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. მკვლელობა სოფელ ჟებოტაში მოხდა. მოზარდებს შორის კონფლიქტი, სავარაუდოდ, გოგონასთან მეგობრობას უნდა უკავშირდებოდეს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია. მან დანაშაული უკვე აღიარა.