წელს ფესტივალ "სვანსეტიზე" წარმოდგენილი იქნება ირაკლი ჩარკვიანის კონცერტი, სახელწოდებით "თეთრი ღმერთი". ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ჩარკვიანის მეუღლემ, მომღერალმა ქეთათომ განუცხდა.
"პროექტის იდეა, რომ ირაკლის ლექსებზე ალბომი გაკეთებულიყო, მე მეკუთვნის. ფესტივალზე ალბომის მხარდასაჭერი კონცერტი გაიმართება. ალბომში ყველა სიმღერა ახალი იქნება. "თეთრი ღმერთი" მისი გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. მასში შესულია დღემდე გამოუქვენყენებლი ლექსები, ძველი მასალის გამოყენებით შექმნილი ტრეკები და კომპოზიციები", - განუცხადა მან "ჯი-ეიჩ-ენს".
აღსანიშნავია, რომ ფესტივალი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული სააგენტოსა და "ალტერვიჟენ გრუპის" მხარდაჭერით ხორციელდება.
შეგახსენებთ, რომ ფესტივალი "სვანსეტი" 4-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. "სვანსეტი" პირველად 2007 წელს ჩატარდა. წელს სვანეთი ფესტივალის სტუმრებს 3 სექტემბერს უმასპინძლებს.